შეთანხმების წესები

  • 1. ზოგადი დებულებანი
    • 1.1 ეს შეთანხმება არის სავალდებულო ხასიათის შეთანხმება „ეუროტექსა“ და ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელს (შემდგომში – მომხმარებელი) შორის. ამ შეთანხმებაში მოცემული პირობების შესაბამისად „ეუროტექ“ ახდენს მომხმარებლისათვის ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული იმ პროდუქციის მიწოდებას, რომელიც მომხმარებლის მიერ არის შეკვეთილი.
    • 1.2 ღილაკის – „ვეთანხმები“ დაჭერით მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, „ეუროტექ“ ვალდებულია საკუთრებაში გადასცეს პროდუქცია მომხმარებელს, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს შეკვეთის ფასი და მიიღოს ეს პროდუქცია.
    • 1.3 „ეუროტექ“ იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს შემოსული შეკვეთების შესრულებაზე მომხმარებლისათვის ყოველგვარი ახსნა–განმარტების მიცემის გარეშე, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის განთავსებიდან 24 საათის ვადაში.
    • 1.4 შეკვეთისას ადგილზე მიტანის სერვისი არჩევის შემთხვევაში, კურიერი შეძენილ პროდუქციას მოგაწვდით მითითებულ მისამართზე და არა უშუალოდ ბინაში (კურიერი არ არის ვალდებული, პროდუქცია აიტანოს სართულებზე).
    • 1.5 სანამ ჩვენი კურიერი შეკვეთას მიიტანს მითითებულ მისამართზე, იგი ვალდებულია წინასწარ დაურეკოს მომხმარებელს. მომხმარებელიც თავის მხრივ ვალდებულია უპასუხოს ამ ზარს და დაადასტუროს წინასწარ მითითებულ მისამართზე ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კურიერს არ ექნება უფლება დატოვოს საწყობი და მიიტანოს შეკვეთა ადგილზე.
  • შენაძენის მაღაზიიდან გატანა:
    • შეკვეთის გაფორმებისას, თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ მიწოდების მეთოდი - „მაღაზიიდან გატანა“. აღნიშნულ შემთხვევაში თქვენს მიერ შეძენილი პროდუქცია დაგხვდებათ კონკრეტულ მისამართზე , პროდუქციის გატანამდე გთხოვთ თან იქონიოთ „შეკვეთის დასტურის“ უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში თუ, პროდუქციის გატანას მოახდენს მესამე პირი, საჭიროა გატანის პუნქტში, ადმინისტრატორთან წარადგინოს შეკვეთის დამადასტურებელი უნიკალური კოდი.