კომპანია შპს ევროტექნოლოგიები 



პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 5 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით: პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი დადაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელიდოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა შპს ევროტექნოლოგიების ფოსტის მისამართზე: info@eurotech.ge
პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტისმიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში
2.4. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია ევროტექნოლოგიები უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგებისსაფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნებისპროცედურა.
2.5. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია ევროტექნოლოგიები საკუთარი ან/დასატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 3სამუშაო დღისა თბილისში და რეგიონში 10 სამუშაო დღისა.
2.6. პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლებინაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).
2.7. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.7.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.7.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა ევროტექნოლოგიების მხრიდან;
2.8. პროდუქტის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია შესყიდული პროდუქტის მომწოდებელი კომპანიის და ევროტექნოლოგიების თანხმობის გაცხადებისას შემდეგ შემთხვევებში:
2.8.1. პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია ან;
2.8.2. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომმომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალურიმახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი;
2.8.3. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომმომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალურიმახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზები, რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალეულობით
2.8.4 ევროტექნოლოგიები უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ 2.8 პუნქტში მითითებულ საგამონაკლისო შემთხვევებზე ნივთის დაბრუნების სურვილის დაფიქსირებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში მომხმარებლის ინფორმირებას ნივთის დაბრუნების ან დაბრუნებაზე უარის თაობაზე.
2.9. პროდუქტის დაბრუნების წესები არ ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე:
აქსესუარებსა და ცვეთად მასალაზე.
3. ანაზღაურების წესი:
3.1. კომპანია ევროტექნოლოგიები, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:
3.1.1. 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხისგადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.);
3.1.2. 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირებისპროცესში და თან ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
3.1.3. 80-90% -მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
3.1.4. 60-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზები.
3.1.5. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.
3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
3.3. ევროტექნოლოგიები მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში, გარდა 3.1.1. მუხლით გათვალისწინებულიშემთხვევისა.
3.4. წინამდებარე პოლიტიკის 3.1.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
4. ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:
4.1. კომპანია ევროტექნოლოგიები მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:
o პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
o პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
 o პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
4.2. ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი, რომელიც 30კგ-მდე პროდუქტების შემთხვევაში შეადგენს 10ლარს, ხოლო 30კგ და მეტის შემთხვევაში 40ლარს.
5. პროდუქციის დაბრუნება პროცედურა:
5.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;
5.2. პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროსმოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;
5.3. თუ პროდუქციის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერდაფიქსირებული პროდუქტის დაბრუნების სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო(აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და eurotech.ge-ზე განთავსებულ პროდუქტისმახასიათებლებს) კომპანია ევროტექნოლოგიები უზრუნველყოფს სურვილის დაფიქსირებიდან თბილისში 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონში 10 სამუშაო დღის ვადაში პროდუქტის დაბრუნებას (მომხმარებლიდან პროდუქტის წამოღებას) წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით.
5.4. პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.5. პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში,თუ სერვის ცენტრი დაადგენს ნივთის ქარხნული წუნის არსებობის ფაქტს და ნივთის ჩანაცვლების საჭიროებისთვის გასცემს შესაბამის დასკვნას, ევროტექნოლოგიების მიერ ნივთის ჩანაცვლების განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს ევროტექნოლოგიები-სთვის აღნიშნული დასკვნის დედანის ჩაბარება.
6. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნების წესი
6.1. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ევროტექნოლოგიები-ს თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესების გათვალისწინებით.
6.2. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ევროტექნოლოგიები-ს თანხმობის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურმახასიათებლებს და არ მომხდარა პროდუქტის გამოყენება/გახსნა, არ არის დარღვეული პროდუქტისსასაქონლო იერსახე და პროდუქტს თან ახლავს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც თან ახლდა მისიმომხმარებლისთვის ჩაბარების მომენტში.
6.3. განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება ევროტექნოლოგიები-ს თანხმობით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განვადების გაუქმებამდე ან ნივთის დაბრუნებამდე ევროტექნოლოგიებს აუნაზღაურებს წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად განსაზღვრულ ტრანსპორტირების საფასურსა და 3.1.3-3.1.4 პუნქტებით განსაზღვრულ ნივთის ნაკლის არსებობისას დადგენილ საფასურს, კერძოდ: 10-20% - 3.1.3. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და 20-40% 3.1.4 ფუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (ასეთის არსებობისას).